EU-ს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას სუვერენიტეტი - შარლ მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, დღევანდელი ვიზიტი საქართველოში ევროკავშირის მხრიდან პარტიორობის და მეგობრობის მესიჯია. ამ თემაზე მან მედიასთან კომენტარი პრეზიდენტთა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"გამარჯობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ აქ საქართველოში, თქვენთან ერთად, ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ ისევე, როგორც გუშინდელი შეხვედრა მოლოდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, ეს არის პარტნიორობის მესიჯი, ევროკავშირის მხირდან რეგიონის ქვეყნებისთვის. ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენობა, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა.

ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. [...] მინდა, რომ აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი", - თქვა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ ათონელის რეზიდენციაში შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პრეზიდენტებმა ქვეყანაში შექმნილ პოლიკურ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრეს. ამავე თემაზე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი