ვაქცინა თებერვალში იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს - კოვაქსი

გამოქვეყნდა:

"კოვაქს" პლატფორმის განმარტებით, საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა თებერვალში ვერ მიიღო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. პლატფორმა ელის, რომ გზავნილების ძირითადი ნაწილი მარტში განხორციელდება. ამ თემაზე მათ "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს.

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ", - აღნიშნავს კოვაქს პლატფორმა გამოცემასთან საუბრისას.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, "კოვაქს" პლატფორმა ითხოვს:

  • ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას;
  • ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესის დაწყება ყოფილმა პრემიერმა თებერვლის შუა რიცხვებისთვის დააანონსა, მაგრამ ამ დრომდე ვაქცინები შემოტანილი არ არის. ვაქცინაცია მსოლფიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს, თუმცა ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება ის საქართველოში უცნობია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი