შარლ მიშელის ვიზიტი გრძელდება - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ღარიბაშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს, ამჯერად ის პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, თავდაპირველად კი მათი შეხვედრა დღის მეორე ნახევარში იყო დაგეგმილი. 

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საუბრის მთავარი თემა პოლიტიკურ კრიზისს შეეხო.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართო ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის", - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანების უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე.

საუბარი შეეხო კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის დაწყებასაც და ამ მხრივ ევროკავშირის მხარდაჭერას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი