Pfizer-ს დამატებითი მოთხოვნები პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევაზე აქვს - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქართული მხარის მხრიდან "ფაზიერთან" მიმართებაში შეფერხება არცერთი წუთით არ ყოფილა. მისი თქმით, ვაქცინა ვერ შემოვიდა ქვეყანაში, რადგან შუალედური კომუნიკაციის დროს დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა პასუსისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან.

"ასტრაზენეკას შემთხვევაში ქვეყანამ გაიარა პასუხისგებლობების დაზღვევის ხელშეკრულების ეტაპი, ეს არის ერთი ეტაპი, რომელზეც ხელი მოეწერა და ამით ერთი ეტაპი შეთანხმებების დასრულდა. ასევე, გამოხატა მარეგულირებლის მიერ მზაობა, რომ ქვეყანაში შემსული ასტრაზენეკა იქნება ქვეყანაში იქნება რეგისტრირებული. ზუსტად იგივე ეტაპებია გასავლელი ფაიზერთან მიმართებაში. როდესაც ჩვენ ველოდით, ფაიზერის ვაქცინის ქვეყანაში შემოსვალს თებერვლის შუა რიცხვებიდან, შუალედური კომუნიკაციების შემდეგ კოვაქცმა გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები ფაიზერის მიერ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება, ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებსაც კოვაქსი 23 თებერვლის წერილში ვერ გვატყობინებს", - თქვა თამარ გაბუნიამ.

მისი განცხადებით, პირობები მომდევნო კვირის განმავლობაში სატელეფონო კონსულტაციით უნდა დაზუსტდეს. გაბუნიას განცხადებით, სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს ფაიზერისგან და კოვაქსისგან დღემდე ელოდებიან.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი