
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივებისთვის მეთქვა, რომ მარტო არ არიან" - ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში ვიზიტის დროს გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროპული საბჭო ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თვალით მენახა, რა სიტუაცია იყო ადგილზე, სწორედ ამიტომ ვარ აქ. ევროპული საბჭო ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უნდა ავღნიშნოთ, მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასრულებს ევროპული მონიტორინგის მისია იმისთვის, რომ რამდენადაც შესაძლებელია შენარჩუნდეს სტაბილურობა, გდაიდგას ნაბიჯები ნდობის აღდგენის ზომებთან დაკავშირებით.
ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სიტუაცია ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მეთქვა ადგილობრივებისთვის, რომ მარტო არ არიან",- თქვა შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ 28 თებერვალს ჩამოვიდა. საოკუპაციო ხაზთან ჩასვლამდე შარლ მიშელი პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრის შეხვდა.
ამავე თემაზე: