ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებებს - გაბუნია გამყრელიძის შესაძლო წასვლაზე

გამოქვეყნდა:

"მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებებს ბატონ ამირანთან მიმართებაში", - ასეთი პასუხი გასცა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ შეკითხვას, დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შესაძლო განთავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც გაბუნია ამბობს, გამყრელიძე აქტიურადაა ჩართული "ვაქცინაციის პროცესში".

"ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლს ცენტრს, აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერთნ იმისთვის, რომ დავგეგმოთ და გვაიაროთ ყველა შესაძლო მექანიზმი ვაქცინების ქვეყანაში შემოტანის და ვაქცინაციის პროგრამის აქსელერაციისთვის. რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებებს ბატონ ამირანთან მიმართებაში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაცით, ამირან გამყრელიძე თანამდებობას დატოვებს. გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს ამირან გამყრელძეც, როგორც მან "მთავარ არხს" განუცხადა ის "ჩვეულ რეჟიმში მუშაობს". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი