"დანაშაულებრივი გულგრილობაა" - სერგო ჩიხლაძე ვაქცინაციის თარიღის გადაწევაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის შემოტანის თარიღის გადაწევა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს უნიათობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

"თავიანთი მოადგილეები გამოუშვეს და სამარცხვინო ბრიფინგი ჩაატარეს. ფაქტობრივად აღიარებინეს, რომ რასაც "კოვაქსი" იწერება ასეა, ოღონდ ჩვენი ბრალი არ არის. ბოდიში, აბა ეს დოკუმენტაციები ვის უნდა მოემზადებინა, პირობები ვის უნდა დაეკმაყოფილებინა - საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს. ბანგლადეშის მთავრობას მოვთხოვოთ პასუხი? თუ როგორ არის ამათი საქმე? თვალში ნაცრის შეყრა, სამარცხვინო დადასტურება კიდევ ერთხელ, როგორ უნიათოები და არაკომპეტენტურები არიან. თუმცა, ეს არის დანაშაულებრივი გულგრილობაა", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი