Covax გააკეთებს განმარტებას, რატომ მოხდა მისი განცხადების ასეთი ინტერპრეტაცია - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნია დღეს გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს და ამბობს, რომ "კოვაქს" პლატფორმას წერილი მიწერეს და განცხადების განმარტება სთხოვეს. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა "კოვაქსის" განმარტება, რომლის მიხედვითაც საქართველომ თებრვალში ვაქცინა ვერ მიიღო, რადგან კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა საქართველომ არ დააკმაყოფილა და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მოვმართეთ კოვაქს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა "ინტერპრესნიუსის" საშუალებით, რადგან იმ წერილებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს მიღებული კოვაქსიდან, ეს არის 22 თებერვლის წერილი, მიზეზი გადავადების არის ცალსახად მითითებული, ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მისი განცხადებით, ქვეყნის მზაობა სრული შესაბამისობაშია იმ კრიტერიუმებთან რაც დაისვა. გაბუნიას განცხადებით, უხერხულია იმაზე საუბარი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად და გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი