ასტრაზენეკას პირველი დოზებისთვის თანხას კვირის ბოლომდე გადავიხდით - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზების შესაძენად თანხას დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის.

"ასტრაზენეკას შემთხვევაში, თანხის გადახდის ეტაპი უკვე დადგა. ჩვენ ვყიდულობთ ასტრაზენეკას "იუნისეფის" საშუალებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას პირველი დოზებისთვის, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაშო", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მისივე თქმით, მოწოდების გრაფიკი კიდევ დაზუსტდება, რადგან ამასთან დაკავშირებით "კოვაქსთან" მოლაპარაკება ისევ მიმდინარეობს. ამავე თემაზე: 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი