ერევანში, აქციის მონაწილეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ

გამოქვეყნდა:

ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადმომას მოითხოვენ, მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი შენობა, რომელში დამალვაც ფაშინიანს შეუძლია. "ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ მას, რომ ყველა სამინისტროში შესვლა შეგვიძლია", - ამბობენ ისინი.

თავად ნიკოლ ფაშინიანი კი პოლიტიკურ ძალებს დაუმორჩილებლობის შეწყვეტისა და კრიზისის ერთად მოგვარებისკენ მოუწოდებს. პრემიერმინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, გამართოს მოლაპარაკებები მის წინააღმდეგ განსაკუთრებით მკაცრად განწყობილ პოლიტიკურ ძალებთანაც.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი