
ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ის პირად გვერდზე ეხმაურება.
მხარს ვუჭერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მისიას საქართველოში. ახლა შუამავლობის დროა. ძალადობრივი პოლიტიკური კონფრონტაცია დიალოგად უნდა გარდაიქმნას. ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდეს! - წერს ლიეტუვას პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 28 თებერვალს ეწვია. 1-ელ მარტს ის შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი მისი მედიაციით, "ოცნებისა" და ოპოზიციის წარმოამდგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.