პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაიძაბა. ადგილზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაა. სამართალდამცავებმა რამდენიმე აქტივისტი ძალის გამოყენებით გაიყვანა, მათ შორის არის კახა კვეკვესკირი. ჯერ უნცობია ისინი დაკავებულები არიან თუ განრიდებულები.
სამართალდამცავები როგორც ჩანს აქტივისტების შეძახილებმა გააღიზიანა. აქტივისტები დეპუტატებს შეძახლიებით "მონა" აცილებდნენ და ხმაურით დისკომფორტის შექმნას ცდილობდნენ.
ცხრა აპრილის ქუჩაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ადგილიდან პოლიციამ, სავარაუდოდ, 5 აქტივისტი გაიყვანა.