ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდეს - ნაუსედა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ ახლა შუამავლობის დრა.

"მე მხარს ვუჭერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მისიას საქართველოში. ახლა შუამავლობის დროა. ძალადობრივმა პოლიტიკურმა კონფრონტაციამ გზა დიალოგს უნდა დაუთმოს. ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდეს", - წერს გიტანას ნუსედა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მან პირველ მარტს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარალამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა. მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახელში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე განსახილველი საკითხების 6-პუნქტიან ჩარჩოზე შეთანხმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი