ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ დიალოგი ოპოზიციის "კონსტრუქციულ" ნაწილთან გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუშინ, პირველ მარტს პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, მან ოპოზიციის "კონსტრუქციული ნაწილისგან საღი მოსაზრებები მოისმინა". მისი თქმით, ეს მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენა ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ კიდევ ერთხელ გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მე იქ გავეცანი მონაწილეების და მოვისმინე მათი საკმაოდ საღი და კონსტრუქციული მოსაზრებები, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, რომ აღნიშნული დიალოგი, ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს",- თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მან პირველ მარტს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარალამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა. მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახელში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. 

მისივე განცხადებით, არ განიხილება ვადამდელი არჩევნების საკითხი, რასაც ოპოზიცია ითხოვს და ამბობს, რომ ეს მმართველი გუნდისთვის წითელი ხაზია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი