
"ქართული ოცნების" გენერალურდი მდივანის, კახი კალაძის შეფასებით, კარგი იქებოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგი პარტნიორების გარეშე შეეძლოთ. ის ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.
"ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, გუშინ იყო ზოგადად საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია დიალოგის დაწყება. ყველა დაეთანხმა ამას და ჩვენც მივესალმებით, რა თქმა უნდა. უბრალოდ, კარგი იქნებოდა ეს ჩვენი პარტნიორების გარეშე რომ შეგვეძლოს.
გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვსხდებით, მოლაპარაკებები წარიმართოს, დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში იმ კონკრეტულ პარტიებს ვინც ამას აკეთებს არაფერ სასიკეთოს არ მოუტანს. ამას მომავალიც გვაჩვენებს. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან, კეთილი ინებონ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პიკეტი მოაწყვეს. ისინი სამივე შესასვლელთან იყვნენ განლაგებული და დეპუტატებს სიტყვებით "მონა" აცილებდნენ. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა. ამ დროისთვის აქცია-პიკეტი დასრულებულია.
ასევე იხილეთ: