დაპირისპირება მხოლოდ Covid-19-თან მაქვს, ქალბატონ ეკასთან არა - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამრყელიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აქვს თუ არა დაპირისპირება ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესთან და აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას, უპასუხა, რომ არა. 

მისი თქმით, დაპირისპირება მხოლოდ კორონავირუსთან აქვს.

"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო, ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, SARS-COV-2, რომელიც იწვევს დაავადებას, Covid-19-ს. აი ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ზუსტად ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე, სექტემბრის მეორე ნახევრიდან. შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ამ ბრძოლაში ჩემი უპირატესობა და დღეს ისევ ჯერჯერობით მე ვჯაბნი მას. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა.

არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, არ იცის განიხილებოდა თუ არა სადმე მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ დაუსახელებენ კანდიდატს, რომელიც მასზე ბევრად მეტს გაუკეთებს ქვეყანას, ის ადგილს სიამოვნებას დაუთმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი