მისი პრესტიჟის საკითხია ხელცარიელი ჩავა ბრიუსელში თუ რაღაცით - უგულავა ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ სპეკულირებს კარტოგრაფების საქმეზე და იგივენაირად გაყეყეჩებულია, როგორც პარლამენტში დამტკიცების დროს იყო.

"ღარიბაშვილს თუ ასეთი ლაპარაკით უნდა გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ორ კვირაში ბრიუსელში ასოცირების სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია, პირველ რიგში ჩავა იქ ხელცარიელი თუ მივა იქ რაღაცით. ფაქტია, რომ თუ ორი კვირის თავზე პროგრესი არ იქნა, ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება", - თქვა გიგი უგულავამ. 

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მან პირველ მარტს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარალამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა. მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახელში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. 

ღარიბაშვილმა დღეს, 2 მარტს განაცხადა, რომ არ განიხილება ვადამდელი არჩევნების საკითხი, რასაც ოპოზიცია ითხოვს და ამბობს, რომ ეს მმართველი გუნდისთვის წითელი ხაზია. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი