უვაქცინოდ დარჩენილი საქართველო, რომელიც ამ დრომდე ვერაგ მტერთან ბრძოლაში მთავარი იარაღის გარეშეა, თუმცა ვაქცინის შემოტანის შემდეგ ახალი, მასშტაბური კორუფციის რისკის ქვეშ აღმოჩნდება.
ქვეყანა, რომელიც ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებებისა და კიდევ უფრო მძიმე განცხადებების შემდეგ სკანდალში გაეხვა, ახლაც პასუხისმგებლობის მოხსნასა და ისრების პრეპარატის მომწოდებელ კომპანიებზე გადატანით ცდილობს.
გავლენიანმა არასამთავობო ორგანიზაციამ შეისწავლა ეროვნული გეგმა და დაადგინა, რომ დოკუმენტში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ვაქცინაციის დაწყების შემთხვევაში, კორუფციისგან დაგვიცავს. ამბობენ, რომ ვაქცინის შემოტანის შემდეგ გავლენიანი ნაცნობების, ქრთამისა და სხვადასხვა სახით მოსყიდვის შესაძლებლობა ნებისმიერ პრივილიგერიბულ პირს ეძლევა, რაც რიგში მდგომ მოქალაქეებს კვლავ უვაქცინოდ დატოვებს.
უხეშ ხარვეზებს აღიარებს ჯანდაცვის სამინისტროც, თუმცა, ვითარების გამოსწორება ხელისუფლების ინტერესებში არც ამჯრად შედის.
ნინუცა კეკელიას რეპორტაჟი: "მოსალოდნელი კორუფცია ვაქცინაციის დროს"