ახალი ბრალდებული "გარეჯის საქმეში?" - გამოძიებამ სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის სახლი გაჩხრიკა

გამოქვეყნდა:

"დავით გარეჯის" საქმეში შესაძლოა მალე ახალი ბრალდებული გაჩნდეს. გამოძიებამ სადემილიტაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, გოგი მანჯგალაძის სახლი გაჩხრიკა. ამოღებული და დალუქულია კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები. "მთავარის" ინფორმაციით, ჩხრეკა ცატარდა მანჯგალაძის სამუშაო კაბინეტშიც.

თავად გოგი მანჯგალაძე დაკავებული არ არის, მაგრამ ის მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებს. ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარეჯის საქმეში პროკურატურისთვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. სავარაუდოდ სწორედ მისი მეშვეობით გეგმავს გამოძიება მაღალი თანამდებობის პირებზე ჩვენების მოპოვებას. 

ადვოკატის თქმით, პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები, შესაბამისად მის დაკავებას გამორიცხავს. მანჯგალაძე პროკურატურამ მოწმის სტატუსით ამ დრომდე სამჯერ გამოკითხა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი