თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - დაკავებულია 2 პირი

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე. როგორც "მთავარი არხისთვის" ხდება ცნობილი, შენობას თავს ექვსი პირი დაესხა, რომელთაგან ორი, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. "კოშკელიშვილია ერთი აღნიშნული პირი და მეორე ვინ არის, არ გვაწვდიან ინფორმაციას," - ამბობს პარტიის წევრი ვალისა ჯაბახიძე. 

მისივე ინფორმაციით, ენმ-ს ოფისზე თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი, ფარნა მახუხაშვილი ის პირია, ვინც "მთავარი არხის" წამყვანს, ეკა კვესიტაძეს სახლში მიუვარდა და რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისების დარბევებშიც მონაწილეობდა.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისს თავს დღეს, 2 მარტს, საღამოს დაესხნენ. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც შენობა თანამშრომლებმა დატოვეს. ჩამსხვრეულია შენობის მინები და დარბეულია ოფისის შიდა სივრცეც.

ეს უკვე მეექვსე ფაქტია ოფისზე თავდასხმის 2012 წლიდან!" - წერს პარტიის წევრი ბადრი ბასიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე .

ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი