
სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ძალის დემონსტრირება მოახდინა, როდესაც საპატრიარქოში შესვლამდე სხვა რიტორიკა ჰქონდა, იქიდან გამოსულს კი სხვა.
დღევანდელი ნაბიჯი ღარიბაშვილის, რომ ის დემონსტრაციულად მივიდა საპატრიარქოში, შესვლამდე იყო მოზომილი და იქიდან რომ გამოვიდა და გარკვეული გარანტიები მიიღო მხარდაჭერასთან დაკავშირებით, სრულად შეცვალა თავისივე პოზიციები - ამბობს მუმლაძე "ღამის მთავარში".
მისივე თქმით, ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ ოპონენტებს და მოსახლეობასაც აჩვენა, რომ საერთაშორისო განცხადებებისა და მოწოდებების მიუხედავად, ადგილზე ძალა მათ ხელშია, მათ შორის, სასამართლოს, სუს-ის, პოლიციისა და ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო ინსტიტუციის - საპატრიარქოსი.
შიდა დონეზე პირდაპირი გამოწვევა გაგვიკეთა ღარიბაშვილმა. გვითხრა, რომ თქვენ შეიძლება საერთაშორისო პარტნიორები გიჭერდნენ მხარს და სწორად, მაგრამ ადგილზე მე მაქვს ძალა რომ ეს სიტუაცია მიუხედავად არსებული ვითარებისა, არ დავთმო. ეს მესიჯი გააგზავნა ღარიბაშვილმა დღეს საპატრიარქოში მისვლით - ამბობს მუმლაძე.
შეგახსენებთ, ღარიბაშვილი დღეს პატრიარქს შეხვდა. სწორედ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა მან მისივე სტილში განცხადება და გუშინდელისგან განსხვავებით ისევ "წითელ ხაზებზე" ალაპარაკდა.