
"ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის" (ALDE) პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, შეინარჩუნონ დიალოგი და ქვეყანაში ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დასანიშნად ერთობლივად იმუშაონ. ამის შესახებ მან Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
ბაალენი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნიკა მელია და მისი კოლეგები.
მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის ძალისხმევას, გაუწიოს მედიაცია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მოვუწოდებთ პარტიებს, შეინარჩუნონ დიალოგი და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის ერთობლივად იმუშაონ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნიკა მელიასა და მისი კოლეგების დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ, - წერს ბაალენი.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოფრინდა, მას შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან ჰქონდა. მისივე ინიციატივით, 1-ელ მარტს ერთმანეთს ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და "ოცნების" წარმომადგენლები შეხვდნენ. შარლ მიშელმა ქვეყანა დღეს დატოვა.