შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის გამო კიდევ ერთი, მეოთხე პირი 1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მინები დააზიანა", - წერია უწყების განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ 2 პირი გუშინ, კიდევ ერთი კი დღეს დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.