ომბუდსმენის დოკუმენტში პირდაპირ საუბარია, რომ საქმე პოლიტიკური შინაარსისაა - მარიკაშვილი

გამოქვეყნდა:

ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქმე პოლიტიზირებულია და ნებისმიერი სხვა საგამოძიებო მოქმედება პოლიტიკური მოტივით იქნება.

"გახდა ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესახებ. ეს არის სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის მოსაზრება, რომელიც სახალხო დამცველმა სასამართლოს წარუდგინა. ამ დოკუმენტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაც არის, იქ პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ კარტოგრაფების საქმეზე მართლმსაჯულება ხორციელდება, არა მართლმსაჯულების მიზნებიდან გამომდინარე, არამედ მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური შინაარსი, რაც ფაქტიურად უკანონოდ აქცევს ყველა ქმედებას ბრალდებულების მიმართ", - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

შეგახსნებთ, გუშინ 2 მარტს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ კარტოგრაფების საქმის განხილვაში სასამართლოს მეგობრის დამცველის სტატუსით ჩართონ. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

წარდგენილ დასკვნაში სახალხო დამცველი წერს, რომ კარტოგრაფების საქმის წარმოებაში არაერთი პროცედურული დარღვევა იყო და დაცვის მხარეს საქმის მასალებისა, თუ მტკიცებულებების მოპოვებაში ხელი ეშლებოდა. 

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი