ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკებაზე - გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიცური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციამ აქციების ნაწილი გადადო, ნაწილის ფორმა კი შეცვალა - მიზეზი მოლაპარაკებებია 

როგორც შეხვედრის შემდეგ "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თქვა, 
"ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან იმისთვის, რომ შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული". უგულავა კონკრეტულ შედეგში პოლიტპარიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნებთან მისასვლელ გზას გულისხმობს. 

მისივე თქმით, "ოცნებასთან" მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი ვიდრე მას ენმ-ს თავმჯდომარე, პოლიტპატიმარი ნიკა მელია არ დაესწრება. 

ეს უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება და ბუნებრივია, პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. შემხვედრი ნაბიჯი, ჩემი აზრით, დაგვიანებულიც არის, იმიტომ, რომ 16 მარტს, როცა ბრიუსელში საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, ქართული მხარე კონკრეტული წინადადებებით უნდა წარსდგეს. ამ წინადადებებს სჭირდება გავლა, დამუშავება, შეჯერება, შესაბამისად დრო არის ძალიან ცოტა, - ამბობს გიგი უგულავა. 

უგულავამ ისაუბრა იმ ექვს საკითხზეც, რომელიც ოპოზიციისა და "ოცნების" წარმომადგენლებმა შარლ მიშელის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს და განაცხადა, რომ ექვსი პუნქტიდან ყველა პრიორიტეტულია.

მინდა განვმარტო ექვსივე საკითხი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მაგიდაზე, მანვე დაურიგა ყველა მონაწილეს, მათ შორის მისცა ბატონ ღარიბაშვილსაც. აქ არ არის პრიორიტეტებზე საუბარი, 6-ვე საკითხი პრიორიტეტულია არა უკვე ფასილიტატორის, არამედ, მედიატორისთვის. ფასილიტაცია და მედიაცია სწორედ მაგით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ფასილიტაციას ვინც ახორციელებს, მას არ აქვს პირადი დღის წესრიგი, ის მხარეებს უბრალოდ ახვედრებს. მედიაცია ნიშნავს პირად დღის წესრიგში იმ საკითხების შეტანას, რომელსაც თვლის რომ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, - ამბობს უგულავა.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი