თურქეთი ნატო-საქართველოს დაახლოებას მხარს უჭერს - ჩავუშოღლუ

გამოქვეყნდა:

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას მხარს უჭერს. 

მისი თქმით, ამ პოზიციას თურქეთი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ღიად დააფიქსირებს. 

საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციას ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას, - ამბობს ჩავუშოღლუ. 

ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში, ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი