ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მან ამ თემაზე ანტლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ ოლიან კონფერენციაზე - "კრიზისი საქართველოში" ისაუბრა.
პავილიონისმა მიმდინარე პროცესში ვაშინგტონის ჩართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თუ ორ კვირაში პრემიერმინისტრი, ღარიბაშვილი ბრიუსელში შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის, გამოვა, რომ საქართველოს დაკარგავენ.
"მოვიდა დრო, რომ ვაშინგტონი საქართველოში დაბრუნდეს, მინიმუმ მხარდაჭერა გამოუცხადოს ევროპელი ლიდერების, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევას, რადგან სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მთავრობა რეალურად არ ეთანხმება ამ 6-პუნქტიან ჩარჩოს.
თუნდაც ჩავიდნენ საქართველოში, მაგალითად, ჩავიდეს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ჩვენ 2 კვირა გვრჩება. საქართველოს პრემიერმინისტრი ორ კვირაში უნდა ჩამოვიდეს ბრიუსელში, ასოცირების საბჭოზე და თუ მან ამ 6 პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმებაზე ვერაფერი უთხრა შარლ მიშელს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკევულწილად საქართველოს დავკარგავთ.
საქართველო იქნება ლაკმუსის ტესტი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მინდა მივმართო მათ და ვუთხრა, თქვენ უნდა იყოთ სამაგალითო დემოკრატიის შენების გზაზე, მოუსმინეთ თქვენს ოპონენტებს ოპოზიციაში და არ ჩასვათ ციხეში ისინი", - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ონლაინ კონფერენციის მონაწილეები 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.