ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო - ხელაშვილი ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით "ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო". ამით ხელაშვილმა ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

"როგორც ამბობენ, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად პროგრესისთვის, საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა. თქვენ ნახეთ, რომ პირველივე საათებში, როგორც კი დასრულდა მოლაპარაკება, რა ხდებოდა პარლამენტის გარეთ. ის რაც ხდებოდა პარლამენტის გარეთ, ნებისმიერი შიდა და გარე დამკვირვებლისთვის იყო ძალიან მსგავსი იმისი რაც ხდებოდა კაპიტოლიუმის გარეთ 6 იანვარს", - თქვა გიროგი ხელაშვილმა. 

მისივე აზრით, ქვეყანაში კრიზისი ოპოზიციის უპასუხისმგებლო საქციელმა შექმნა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება მთავარი წყალგამყოფი სულაც არ იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი