ხელაშვილის აზრით, ქვეყანაში კრიზისი ოპოზიციის უპასუხისმგებლო საქციელმა შექმნა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის აზრით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არა ხელისუფლების ქმედებებმა, არამედ ოპოზიციის უპასუხისმგებლო საქციელმა შექმნა. მისივე აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება მთავარი წყალგამყოფი სულაც არ იყო.

"აქ იყო ორივე მხარის პოზიციები წარმოდგენილი და მე ვისაუბრე იმაზე, როგორ ხედავს მთავრობა ამ ვითარებას, რა არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა შექმნილ  ვითარებაში. შესაბამისად პასუხი ამ ბრალდებებზე იყო ის, რომ მელიას დაჭერა არ იყო მთავარი წყალგამყოფი, რამაც კრიზისი შექმნა საქართველოში. კრიზისი შექმნა ოპოზიციის უპასუხისმგებლო საქციელმა, რაც დაკავშირებული იყო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით განცხადებებით", - თქვა გიორგი ხელაშვილმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, 6-პუნქტიანი გეგმა წარადგინა და პროგრესის მისაღწევად ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორი კვირა მისცა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ისინი ხელისუფლებას დიალოგისკენ და არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მოუწოდებენ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი