დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი და კიდევ 4 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას", - წერია უწყების განცხადებაში.

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი