გაუვარდა იარაღი ალბათ - გარდაცვლილ ჯარისკაცზე თვითმკვლელობის რამდენიმე ვერსია ვრცელდება

გამოქვეყნდა:

19 წლის გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. ოჯახის ერთი ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავს თვითმკლველობის ვერიას, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ჯონი ძინძიბაძემ თავი გოგონას გამო მოიკლა.

ოჯახის წევრები გამორიცხავენ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომ ძინძბაძემ თავი ოჯახური კომფლიქტის გამო მოიკლა. ისინი, ასევე, უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ძინძიბაძეს დაპირისპირება ჰქონდა სამსახურში.

"გაუვარდა იარაღი ალბათ, ჯარში მსახურობდა კონტრაქტით. ოჯახური პრობლემები არ ჰქონია. ოჯახის ვერსიაა, რომ გოგონას გამო თავი მოიკლა. სამსახურში კომფლიქტი არ ჰქონია, სამსახურის გამო შანსი არაა, პირიქით, კონტრაქტი ახალი დადებული ჰქონდა მსახურობდა ნორმალურად", - ამბობს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრი.

ექსპერტიზის პარალელურად, თავდაცვის სამინისტროში გამოკითხვაზე არიან მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურები და ის ჯარისკაცი, რომლებსაც ჯონი ძინძიბაძესთან უშუალო შეხება ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვნეს. გამოძიება სისხის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი