მარნეულის მერიასთან კომპანია "აკელიკის" თანამშრომლები, ხელფასების მოთოხვნით შეიკრიბნენ. კომპანიის 400-ზე მეტი დასაქმებული ამბობს, რომ ხელმძღვანელობა, 4-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები დეპუტატ, ზაურ დარგალთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ის მოქალაქეებს "დაემალა".

კომპანიის თანამშრომლებმა მერიას პრობლემის მისაგვარებლად, ერთკვირიანი ვარდა მისცეს. კომპანიამ მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა ერთი წლის წინ დაიწყო. გაფიცული თანამშრომლები მერიას პრობლემის მოსაგვარებლად 1-კვირიან ვადას აძლევენ. 

ადგილზე შელაპარაკება "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, ახმედ იმამკულიევის მისვლას მოჰყვა, რომელიც მერიის შენობაში შესვლას ცდილობდა. 

"ჩვენ შევიკრიბეთ მერიის წინ, თქვენ იცით, რომ მერიაში ზის ეგრეთწოდებულ პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, რომელიც ყოველდღირუად იყო აქ, მაგრამ დღეს რადგან გაიგო, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ერთად მოვდიდოდით და აქციას ვმართავდით დაიმალა, ჩვენ შემდეგ ავედით მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ზაურ ტაბატაძესთან, რომელმაც არ ისურვა მოსახლეობასთან შეხვედრა", - თქვა მან. 

დასაქმებულები ამბობენ, რომ 4 თევა ხელფასის 80% არ ეკისრებად, კომპანია კი პირდებათ, რომ პრობლემა მოგვარდება. მათი თქმით, ერთ კვირასაც მოითმენენ, თუმცა თუ სიტუაცია არ გამოსწროდა, სხვა ზომას მიმართავენ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი