მკვლელობა და დაჭრა დიდ დიღომში - მომხდარის განსხვავებული ვერსიები

გამოქვეყნდა:

ერთი მოკლული და ერთი გარდაცვლილი - სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, დიდ დიღომში, გუშინ, 3 მარტს მოხდა. უცნობია, რა უძღოდა წინ სასტიკ ანგარიშსწორებას, რომელსაც 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. გარჩევის კიედვ ერთი მონაწილე თორნიკე გაბელია კი მძიმე ჭრილობით ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს. 

19 წლის გიორგი ქულუსაშვილი ზურგის არეში მიყენებული რამდენიმე ჭრილობით ადგილზე დაიღუპა. ერთი ვერსიით, შემთხვევის ადგილიდან, დაჭრილი ახალგაზრდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა, მეორე ვერსიით კი 1983 წელს დაბადებულმა ზ.ს-მ ორი გასროლის შემდეგ დაჭრილი მოზარდი ტაქსიში ჩასვა, მძღოლს კი სთხოვა, რომ ის კონკრეტულ ლოკაციაზე მიეყვანა. მას შემდეგ კი რაც მძღოლმა მგზავრი გარდაცვლილი იპოვა, პოლიციას შეატყობინა. 

ახლობლები ამბობენ, რომ ქულუსაშვილი წარსულში ნასამართლევია, ამიტომ, შესაძლოა, მისი სახლიდან გაყვანა და ე.წ. გარჩევებში მონაწილეობა სწორედ წარსულ საქმიანობას ეხებოდეს.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი