ნიკა მელია ოპოზიციური და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მთვარ ობიექტად რჩება. 224-ე საკნის პატიმრის გასამხნევებლად დღეს მორიგი ხმაურიანი მსვლელობა და აქცია გაიმართა.
რუსთავის ციხესთან შეკრებილი პოლიტიკოსები ოპოზიციის ლიდერის მხარდაჭერის გარდა "ქართულ ოცნებას" კონკრეტული გზავნილებითაც მიმართვადნენ და კიდევ ერთხელ აფიქსირებდნენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება პოლიტიკური განმუხტვის ერთადერთი გზაა.
ხელისუფლება უზურპაციის გზას დაადგა - ასეთია სამოქალაქო აქტივისტების გზავნილი. მელიას გათავისუფლების მოთხოვნით, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება
ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი ციხეს არ დატოვებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციის პიროვბებში არ დაინიშნება.
საპროტესტო მოძრაობას ქვეყნის მესამე პრეზიდენტიც გამოეხმაურა, რომელიც სამოქალაქო პროტესტის მხარდასაჭერად გააქტიურებული დასავლეთის შესახებ საუბრობს. ივანიშვილს პირდაპირი მუქარა დაუდეს სანქციების, მელიას გათავისუფლება მოუწევს - მიხეილ სააკაშვილი.
ამავე თემაზე: