გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 5 მარტს უნდა იმსჯელოს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. დაკავებულია 4 პირი, რომლებსაც გამოძეიბა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება.
ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ და ამბობენ, რომ ოფისის მინები გაუცნობიერებლად, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფებმა ჩაამსხვრიეს. ისინი უარყოფენ, რომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.
"ჩვენი მოთხოვნაა დადგინეს თუ ვინ დგას მათ უკან, რამეთუ არ არსებობს 6-ჯერ მოხალისეობრივად დაირბეს ჩვენი ოფისი, გამოვლინდეს შემკვეთები და სათანადოდ იქნენ ისინი დასჯილნი", - ენმ-ს წევრმა, ნანა ლოთიშვილმა.
უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა მათთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ბოლოს 2 მარტს საღამოს საათებში დაარბიეს. ჩაამსხვრიეს შუშები, გატეხეს კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ტექნიკა.