გორის რაიონულ სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი დაიწყო. ოთხივე დაკავებულისთვის პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მოითხოვენ, რომ ჩატარდეს გამოძიება და დამკვეთების ვინაობა დაადგინონ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმის უკან "ქართული ოცნება" იდგეს.
"საინტერესოა ვინ არიან დანაშაულის დამკვეთები. შემსრულებელები შეიძლება იყვნენ დაკავებულები, მაგრამ შემსრულებელთა წრე იქნება ძალიან დიდი, თუ არ გაირკვა დამკვეთების ვინაობა", - თქვა ადვოკატმა, თამარ თიბილაშვილმა.
ბრალდებულების ადვოკატის, ზაურ მინდიაშვილის, თქმით, ეს იყო სიმთვრალის ნიადაგზე სპონტანურად წამოჭრილი ქმედება. დაცვის მხარემ სასამართლოს 2 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ 4 დააკვებულს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება. ისინი უარყოფენ, რომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.
ამავე თემაზე: