გორში ენმ-ს ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

გორის რაიონულმა სასამართლომ შიდა ქართლის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევაში ბრალდებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის 2 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

შემთხვევა გორში 2 მარტს საღამოს საათებში მოხდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი