ომბუდსმენმა დოკუმენტით გააბათილა ბრალდების მხარის ყველა არგუმენტი - მარიკაშვილი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი კარტოგრაფების საქმეში, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მოსაზრების გამო, პროკურატურის თავდასხმის ობიექტი გახდა. ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზირებულია და ილიჩოვა-მელაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება გამოძიებას არ გააჩნია.

ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველის ეს დოკუმენტი საქმეში მნიშვნელოვანია, რადგან მისივე თქმით, გააბათილა ყველა ის არგუმენტი, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა. 

"სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მოსაზრება, რომელიც უკვე სასამართლოს მიერ საქმეში არის დართული - არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ამ დოკუმენტში სახალხო დამცველმა ფაქტიურად გააბათილა ყველა ის არგუმენტი, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა, ბრალდებასთნ დაკავშირებით და აქვე ამ დოკუმენტში საუბარია ერთერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც არის კონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი 

პროკურატურის განცხადებით კი ომბუდსმენი "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრების მომზადებისას არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას, რომელიც 16 ტომია და დიდი მოცულობით ელექტრონულ ინფორმაციას შეიცავს. უწყება სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილ მოსაზრებას მიკერძოებულად მიიჩნევს.

შეგახსნებთ, 2 მარტს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ კარტოგრაფების საქმის განხილვაში სასამართლოს მეგობრის დამცველის სტატუსით ჩართონ. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი