შიდა ქართლში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი არასრულწლოვან გოგონას სექსუალურად ავიწროებდა. სამართალდაცველებმა მოძალადე უკვე დააკავეს.
გამოძიებით ირკვევა, რომ მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა 14 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებას.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.
დანაშაული სასჯელის ზომად, 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.