საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიის დატოვებამდე, ექიმებმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ხელფასები მათთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებული ყურადღება კი მათ ვაქცინის არარსებობაზე გაამახვილეს.
მედიკოსებს არ აქვთ იმედი, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ვაქცინა 22 მარტის კვირაში შემოვა, სიმართლეა. ასევე აღნიშნეს ისიც, რომ სამედიცინო პერსონალი ვაქცინას თებერვლის ბოლოს ელოდებოდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან, ამ დროისთვის, 17 კარავია გაშლილი. მოქალაქეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიანი სისტემით ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.
ამავე თემაზე: