
მძიმე პოლიტიკური ვითარება სომხეთში - გაერთიანებული ოპოზიციისა და ხელისუფლების მოწინააღმდეგე სამხედრო მაღალჩინოსნები აქციას მართავენ. ერევანში, მთავრობის სახლის წინ შეკრებილები, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას მოთხოვენ.
აქციაზე იმყოფება პრემიერმინისტრის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული გენერალური შტაბის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ონიკ გასპარიანი და გაერთნებული ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც მთავრობას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.
ვითარება სომხეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამართალდამცველმა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, ხელისუფლების დამხობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.