"მთავარი არხი" ხელისუფლების აგრესიის მთავარი სამიზნეა. ჩვენს კორესპონდენტს, ემა გოგოხიას "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანმა, მესტიის მერმა უშვერი სიტყვებით აგინა, დაემუქრა და ფულის სანაცვლოდ, ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
ეს ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ ჟურნალისტმა გაბედა და "ოცნების" კიდევ ერთ კორუმპირებულ წარმომადგენელს, ვიქტორ ჯაფარიძეს შეკითხვების დასასმელად სახლში მიაკითხა.
ვიქტორ ჯაფარიძის კორუმპირებულობაზე კი წლებია არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, თუმცა ხელისუფლებიდან არავინ ინტერესდება, ვის ჯიბეში მიდის ხალხის ფული. მმართველი პარტიის ლიდერები კი არათუ გმობენ ჟურნალისტზე ძალადობასა და მუქარას, პირიქით, აქეზებენ თავდასხმებს. ახლა კი ერთპარტიული პარლამენტი აპირებს, საჯარო მოხელეების შესახებ საჯარო ინფორმაციას, მათ შორის მათ ქონებრივ დეკლარაციებს, გრიფი საიდუმლო დაადოს, რომ ხალხმა ვეღარასდროს გაიგოს, როგორ მდიდრდებიან ერთულები ჩვენი მომავლის ხარჯზე.
ამავე თემაზე:
ქეთა ციცქიშვილის რეპორტაჟი: "თავდასხმა ემა გოგოხიაზე"