"შაბათის მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ საქეიფოდ მიაკითხა ძმებ მიქაძეებს, მთაწმინდელ ავტორიტეტებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად მისულებს, მიქაძეების სახლთან სამი ავტომობილი დაგვხვდა ოპერატიული ნომრებით. ჩვენი გამოჩენისთანავე, ავტომობილები გაიქცნენ, სახლში კი შუქები ჩააქრეს.
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ტერიტორია, სავარუდოდ, საფეხმავლო ორღობეებით დატოვა. თუმცა, სათადარიგო გასასვლელების გადამოწმების შანს, ჩვენს ჯგუფს აღარ დატოვეს, ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფი დაადგა, გინებითა და მუქარით.. და ეს ყველაფერი ხდება სწორედ იმ დროს, როცა სპეციალური საშვის გარეშე გარეთ გამოსლა აკრძალულია.
რატომ აქვთ ამ ადამიანებს და მათ უფროს მეგობარ ფარცხალაძეს ყველაფრის უფლება, მათ შორის ოპერატიული ნომრებითა და "ნარუშილოვკებით" სარგებლობის პრივილეგია?! - შეკითხვაზე პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრს არ აღმოაჩნდა.
დეა მამისეიშვილის რეპორტაჟი: "ადამიანები კანონზე მაღლა".