ამიკო ჯანელიძე "ბლექ სი არენა"-დან ხელფასის სახით 6 250 ლარს იღებს - საბა ბუაძე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას ე.წ. კაპრიზისა და გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე. მისი ინფორმაციით, "ბლექ სი არენა"-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ბერამ საკუთარი მეჯვარე და უახლოესი მეგობარი, ამიკო ჯანელიძე დანიშნა. ამ სახელმწიფო კომპანიის შენახვა კი ბიუჯეტს სულ მცირე 5-დან 7 მილიონამდე ლარი უჯდება. გასულ წელს კი უფუნქციოდ დარჩენილი დარბაზის თანამშრომელთა ხელფასებზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

"იქამდე, სანამ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება, ბერას უკვე დადასტურებული კაპრიზის შესახებ მინდა შეგახსენოთ.

შპს ბლექ სი არენა-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ბერამ საკუთარი მეჯვარის და უახლოესი მეგობრის, ამიკო ჯანელიძის დანიშვნა მოინდომა. ამ უკანასკნელი სახელმწიფო კომპანიის შენახვა სახელმწიფოს სულ მცირე 5-7 მილიონი ლარი უჯდება (ანუ ზარალიანია), საიდანაც ყოველთვიურად 6,250 ლარს ბერას მიერ გუშინდელ აუდიოჩანაწერებში ხსენებული ამიკოც იღებს ხელფასის სახით", - წერს საბა ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ "TV პირველის" მიერს ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ისტორიები უკვე არაერთმა მოქალაქემ გაიხსენა. ვრცლად ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი