პოლიციამ საოკუპაციო ხაზთან ორი რუსი ჯარისკაცი გუშინ, 7 მარტს ჯერ დააკავა, მოგვიანებით კი გაათავისუფლა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში, ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვდინენ. ისინი ერთ-ერთ მოქალაქეს დაედევნენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს გადაადგილდებოდა.
"ჩვენ ბაღებში ვმუშაობდი, ბანერიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით, პატრულირებას აკეთებდა ჩვენი მანქანა, პიკაპით. დიდი მანქანით გამომედევნენ რუსები, დავაგდე ტრაქტორი და გამოვიქეცი პიკაპისკენ, ჩვენებისკენ. მდიეს და ვერ დამიჭირეს, ორნი იყვნენ, მერე რა მოხდა არ ვიცი, ისროდნენ, ჰარში ისროდნენ, მე მაინც ჩემი გავიტანე, გინდაც ესროლათ არ გავჩერდებოდი, ყვიროდნენ გაჩერდიო, სოფლამდე ამომყვნენ", - ამბობს ადგილობრივი რამაზ ჩალაური.
ინციდენტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაშინ როცა საქართველოს 4 მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება, წარმოუდგენელია რატომ გაუშვა ქართულმა მხარემ 2 დაკავებული.
"სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია ის, რომ რუსი ოკუპანტები ისეთ დონემდე გათავხედდნენ, რომ სოფლის შუაგულამდეც მოვიდნენ. ეს არის ძალიან დიდი საშიშორება ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ ყოველდღურად ძალიან დიდი სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება, რადგან სასოფლო სამეურნეო სამუშაოებსაც კი ვერ აწრამოებენ იმ უკანონო გატაცებების შიშის გამო", - თქვა ენმ-ს წევრმა, ანა ბალიაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი ამბობენ, რომ საკმაოდ მძიმე ინციდენტი აღკვეთეს და რუსი ჯარისკაცების განეიტრალება მოხდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქის გატაცებას ცდილობდნენ.