სამოქალაქო აქტივისტები ბერას ჩანაწერებზე გამოძიების დასაწყებად ხელმოწერებს აგროვებენ

გამოქვეყნდა:

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერების გამო გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ სამოქალაქო აქტივისტები. "მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრები ამბობენ, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ირაკლი ღარიბაშვილი და ანოზრ ჩუბინიძე კი გადადგნენ. 

ისინი გენერალურ პროკურატურას ხვალ, დღის 12:00 საათზე განცხადებით მიმართავენ.

"ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ხვალ, 12:00 საათზე მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების შემდეგ დაიკითხონ ჩანაწერებში ფიგურანტი პირები, ბერა ივანიშვილი, ღარიბაშვილის, შს მინისტრი. ჩვენ არ გვაქს იმედი, რომ დღევანდელ პროკურატურას რაიმე სახის ობიექტური წინსვლა ექნება, ამიტომ ჩვენ ასევე მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამერიკის საელჩოს ვთხოვთ FBI-ის ჩართულობას", - თქვა აქტივიტმა ზვიად კუპრავამ.

აქტივისტები ამბობენ, რომ ეს ხელმოწერები შეინახება და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ საქმეს რეალურად გამოიძიებენ.

ავტორი: საბა ბუაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი