20 მარტის აქცია იქნება მოქალაქეების პასუხი ხელისუფლებისადმი - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ოპოზიცია 20 მარტს მასშტაბურ აქციას გეგმავს.

მისი თქმით, აქცია ხელისუფლებისადმი საქართველოს მოქალაქეების პასუხი იქნება.

"ჩვენ 20 მარტს ვაპირებთ ძალიან, ძალიან დიდ აქციას და ეს აქცია იქნება პასუხი საქართველოს მოქალაქეების ხელისუფლებისადმი, რომელიც არის სრულიად თავგასული და კრიმინალური აქტის თავიდან ბოლომდე დამგეგმავი. ეს იყო მსჯელობის ძირითადი თემა, პოზიცია გვაქვს ერთიანი",-თქვა დეკანოიძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერები იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგნელებმა განაცხადეს, ისინი მმართველ გუნდს მოლაპარაკებების ჩაშლის დამატებით მიზეზს არ მისცემენ და "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. ამავე თემაზე: 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი