"ლელო" ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება - საბა ბუაძე

გამოქვეყნდა:

"ლელო-საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ აქამდე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდა. ის "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ მოლაპარაკებების პროცესს საფრთხე არ შეუქმნან და მოლაპარაკებებზე მათი მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილი არ წარმოადგინონ. 

როგორც ბუაძე აღნიშნავს, პარტია ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებზე არ დაჯდება.

"ლელო ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება, მაგრამ მოლაპარაკებები აქამდე მიმდინარეობდა ღარიბაშვილის გარეშე. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საფრთხე არ შეუქმნან ამ მოლაპარაკებების პროცესს.

გამოიძიონ დროულად ეს საკითხი, დაადგინონ ამ ჩანაწერების ავთენტურობა, იმისთვის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დროულად დასრულდეს და კითხვის ნიშნებს გაეცეს პასუხი", - ამბობს საბა ბუაძე.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერები იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგნელებმა განაცხადეს, ისინი მმართველ გუნდს მოლაპარაკებების ჩაშლის დამატებით მიზეზს არ მისცემენ და "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი