არ შეიძლება პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება - მდინარაძე ჩანაწერებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, არ შეიძლება პოლიტიკოსმა თქვას, ჩანაწერებზე გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა. როგორც მდინარაძე განმარტავს, საზოგადოების ნაწილი გამოძიებას უკანონო მიყურადებასა და ფაბრიკაციაზე მოითხოვს, ნაწილი კი მის შინაარსზე.

მდინარაძის თქმით, დაიწყება თუ არა საქმეზე გამოძიება, პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს.

"არ შეიძლება პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამაზე უნდა დაიწყოს ან არ დაიწყოს გამოძიება. ფაქტია, რომ ზოგი საუბრობს იმაზე, რომ უკანონო მიყურადება იყო, თვალთვალი იყო, შანტაჟი იყო კონკრეტული ადამიანების და რა თქმა უნდა, მაშინ იყო, ყველამ იცის საქართველოში, ეს უდაო ფაქტია და ასევე ფაბრიკაციაა და ამიტომ უნდა დაიწყოს, ნაწილი შინაარსზე საუბრობს. ეს პროკურატურის გადასაწყვეტია", - თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს, "TV პირველმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც. 

ამ თემზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით "ლელომ" პროკურატურას მიმართა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი