პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა, გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება. მისი თქმით, პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას არა აუდიოჩანაწერების შინაარსზე, არამედ უკანონო მოსმენებზე.  

"ეს რაღაც ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან 2010-2011 წლებია როგორც ირკვევა. თუ ეს კითხვა არის, მგონია, რომ პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, ამ შანტაჟზე, დაჭრაზე და ამ მონტაჟზე. შინაარსს, თქვენ რომ მელაპარაკებით ახლა, ისეთ შინაარსს დაგიმონტაჟებთ შეიძლება ვერ გაასწრო აქედან", - ამბობს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი